სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სარალიძე: რა უნდა დაამტკიცოს საერთაშორისო ექსპერტმა, მტკიცებულებები გაანადგურეს

რომელ საერთაშორისო ექსპერტებზეა საუბარი, როცა ნივთმტკიცება განადგურებულია. რა უნდა დამიმტკიცოს მე იმ საერთაშორისო ექსპერტმა? დანაზე, რომელიც ამათი დავალებით სამხარაულის ექსპერტებმა გაანადგურეს, როგორ უნდა ჩაატარონ ექსპერტიზა? ფარდულზე, რომელიც დაანგრიეს და კონკრეტული ზომები არ არის მითითებული, რა უნდა დაადგინოს იმ ექსპერტმა? და ბევრი სხვა ასეთი დეტალია

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა მთავარმა პროკურორის განცხადებას ეხმაურება. ირაკლი შოთაძემ დღეს თქვა, რომ საქართველო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებაში უცხოელ ექსპერტებს მოიწვევს.

კომენტარები