საქართველოს მთავრობა

ჭიჭინაძე წულუკიანზე: ალბათ, ჯობია, გარეთ იყოს და იქიდან მიგვანიშნოს შეცდომებზე

არ ვიცი, პრემიერის გადასაწყვეტია ზოგადად [თეა წულუკიანი დარჩება თუ არა მთავრობაში]. მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის საკმაოდ მიუღებელი იყო გუშინწინდელ ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ რაღაცა ვიღაცას [გიორგი კვირიკაშვილს] შეეშალა. ალბათ, ჯობს ასეთი ადამიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, ჯობია, გარეთ იყოს და იქიდან მიგვანიშნოს შეცდომებზე

ქართული ოცნების დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა თეა წულუკიანი მინისტრთა ახალ კაბინეტში.

კომენტარები