ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე საგამოძიებო კომისიაზე: ამ 6 თვის მანძილზე ერთადერთი რამე, რაც გამიხარდა, ესაა

ზუსტად ამისთვის ვუხდი ძალიან დიდ მადლობას ამ კომისიას, რომ ეს კომისია შეიქმნა, რომ საზოგადოება თავად მიხვდება აბსოლუტურად [ყველაფერს]. ღია ეთერში რომ გადის, ეს ძალიან მომეწონა. ხომ გეუბნებით, გახარებული ვარ, ამ ექვსი თვის მანძილზე ერთადერთი რამე, რაც გამიხარდა, ესაა, რომ საზოგადოება მიხვდება ბოლობოლო იმას, რომ მე ტყუილებს არ ვიძახოდი, საერთოდ არ ვტყუოდი არაფერში, ვეღარ დამადანაშაულებენ რაღაცებში, რაშიც დღეს მადანაშაულებენ. ძალიან მოხარული ვარ, ძალიან მიხარია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კომისია მიიყვანს ბოლომდე თავის საქმეს. მინდა აღვნიშნო, მკვლელებზე გასვლა ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ აუცილებლად გამოაშკარავებენ ყველაფერს. პირიქით, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს.

ხორვას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე TV პირველის ეთერში.

კომენტარები