ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: კვირიკაშვილს აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში

კვირიკაშვილთან შეხვედრაზე შეკითხვები იყო ძალიან მძიმე, საუბარი სამი საათი გაგრძელდა, კვირიკაშვილი ცდილობდა და რა თქმა უნდა მას ჰქონდა საშუალება გამოსვლის და ის რამდენჯერმე შეეცადა გამოსვლას, საპირისპირო აზრის გამოთქმას, თუმცა კარგად დაინახა მანაც და გუნდმაც, რომ მას აღარ ჰქონდა რესურსი მართვის, აღარ ჰქონდა ნდობა არც პარალმენტში და არც მთავრობაში და ეს გახდა მიზეზი მისი გადადგომისა და არა ის, რომ ვთქვათ ერთმა კაცმა და ივანიშვილმა დაიჯინა. იქ იყო მკაცრი კითხვები, იყო ზომიერი კითხვებიც, ჰქონდა შესაძლებლობა მას პასუხის გაცემის, შედეგი კარგად ჩანდა და მანაც კარგად დაინახა და გადაწყვეტილება ერთ-ერთი, რაც მას დარჩა, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში - აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად.

კომენტარები