ხე-ტყის უკანონო ჭრა

სუბარი: სვანეთში ხის ჭრა ცხოვრების წესია, ამიტომ, ამ ეტაპზე უფრო რბილი მიდგომა გვაქვს

სამწუხაროა, რომ ეს [ხე-ტყის უკანონო ჭრა] არის ცხოვრების წესი, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ [სვანეთში] ამას ასეთი მასშტაბური ხასიათი ჰქონდა მიღებული, შედარებით რბილი მიდგომა გვაქვს ამ ეტაპზე. თუმცა ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ ყველამ - ჩვენ გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი კონსტიტუცია, ერთი კანინი და განსხვავებული კანონებით ვერ იქნება სხვადასხვა ადგილას ცხოვრება. ამ ეტაპზე რომ რბილი მიდგომაა, ეს არის სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის სხვა ალტერნატიული შემოსავალი არ არსებობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი მოვაქციოთ კანონის ჩარჩოში

რეგიონული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი TV პირველის ეთერში ხაიშსა და ჭუბერში მომხდარ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, სვანეთის ამ ორ სოფელში სპეცრაზმია შესული, რადგან საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ადგილობრივები მათ თანამშრომლებს ხე-ტყის უკანონო მოპოვების შემოწმების საშუალებას არ აძლევდნენ და ქვებს უშენდნენ.

კომენტარები