ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: კომისიამ საზოგადოებას დაანახა, ვინ იყო დამნაშავე და ვინ გააყალბა ეს ყველაფერი

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას და ევროპული საქართველოს დასკვნას, ეს არის ერთადერთი დასკვნა, მეორე დასკვნას მე არც ვაღიარებ და არც არსებობს მეორე დასკვნა იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თავად განმარტეს, არ იყო დროში ჩამჯდარი, არ იყო თავის დროზე წარმოდგენილი, უფრო სწორად, ჩემი მოსაზრება რაც არის - მმართველი გუნდი დაელოდა ევროპული საქართველოს დასკვნას და იმის მიხედვით შეთხზა რაღაც სისულელე, სადაც პირდაპირ უწერიათ, თითქოს მე არ ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელის დასჯას და ვითხოვ - ვინ გაღუნა დანა, ვინ დაანგრია ფარდული და რატომ არ დადგა სუბელიანის პასუხისმგებლობა.

ეს სისულელე ვის მოდის იდეაში, მმართველ გუნდს მინდა მივმართო პირდაპირ, რომელს მიუვიდა თავიდანვე ეს სისულელე იდეაში, რომ რომ ზაზა სარალიძე არ ითხოვს მისი შვილის დაჯას? ზაზა სარალიძემ ძალიან კარგად იცის, მისი შვილის მკვლელი ვინც არის, ძალიან კარგად იცის, ვინც გააყალბა ეს საქმე... 

დიდი მადლობა მინდა კომისიის მსვლელობას გადავუხადო, რომ საქართველოს მოსახლეობას კარგად დაანახა კომისიის მსვლელობამ, ვინ იყო დამნაშავე, ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ დააფარა ხელი დანაშაულს და ვინ გააყალბა ეს ყველაფერი

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

კომენტარები