სააკაშვილი: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ივანიშვილის ინსტრუმენტია

ეს ორგანიზაცია თავად არის ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ერთხელ არ ამოუღია ხმა ქართული სახელმწიფოს შემქმნელის პოლიტიკურ დევნაზე და იმაზე, რომ მე საქართველოში არ მიშვებენ...

რას ნიშნავს "სელექციურად არის მონაცემები?". ესე იგი, მონაცემების სისწორეში ეჭვი ვერ შეაქვთ.. ეს განცხადება ყალბია თავიდან ბოლომდე. თუ ირანელი, თურქი, ან ჰოლანდიელი ქართველებს დაასაქმებს მაღალანაზღაურებად სამუშაოზე, რა თქმა უნდა, ღირს ბინადრობის მოწმობის მიცემის განხილვა და თუ შემოვა და მაღაზიის გამყიდვლად, ან ელექტრიკოსად დაიწყებს მუშაობას და ამით ადგილობრივის სამუშაო ადგილს წაიღებს, ნაშოვნ ფულს მთლიანად უცხო ქვეყანაში გადარიცხავს - დიახაც, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ასეთი მიგრანტების შემოყვანა. დიახაც, არასწორია, რომ მათ უშვებენ და მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში. 

თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?

პ.ს. დამისახელეთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც საქართველოს მსგავსად არის გამარტივებული მოქალაქეობის მიღება...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფეისბუქზე "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" შეფასებას ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, სააკაშვილი ქსენოფობიურ განცხადებებს ავრცელებს. საუბარია ექსპრეზიდენტის განცხადებებზე, სადაც ის ამბობს, რომ მარგველაშვილმა მას ჩამოართვა მოქალაქეობა, "სამაგიეროდ, 5 000 ირანელისთვის მიუნიჭებია". ასევე, სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ "ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები