ქართული ოცნება

ხუნდაძე ოქუაშვილზე: საკუთარი ვალი რომ არ გადაიხადოს, ამისთვის ჩირქს სცხებს ადამიანებს

ვუსმინე ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს და ვუსმინე იმასაც, რომ ის მხარს უჭერს მოძალადეებს და ამისთვის იყენებს ყველა სიბინძურეს, საკუთარი ვალი რომ არ გადაიხადოს, ამისთვის ჩირქს სცხებს ადამიანებს, რომელსაც თეორიულადაც არ შეიძლება ამასთან საერთო ჰქონდეს

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუსა და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა. ეს კი, ოქუაშვილის თქმით, "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

კომენტარები