ფარული აუდიოჩანაწერები

კალაძე სუბელიანზე: დაკავებული, გაბოროტებული ადამიანის საუბრით დასკვნებს ვერ გამოვიტანთ

თუ რამე კონკრეტული დანაშაული აქვთ კონკრეტულ პირებს, მათ უნდა მოვთხოვოთ და კანონის წინაშე ვაგებინოთ პასუხი. ამიტომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ახლა ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, ამას სჭირდება გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს ყველაფერი

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელიც, სავარაუდოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

კომენტარები