არჩევნები 2018

ივანიშვილი: ვისურვებდი, ქალბატონ სალომეს პირველსავე ტურში მიეღოს ის, რასაც იმსახურებს

მე დღეს ცოტა განაწყენებული ვარ, რომ სცენაზე არ ამიშვეს, ნახეთ, იმდენი ახალგაზრდა ავიდა, რომ ჩემი ადგილი აღარ დარჩა.

ვისურვებდი, რომ კვირას არავითარი ექსცესი არ მომხდარიყოს, არჩევნები ჩატარებულიყოს ძალიან ლამაზ ფორმაში და ქალბატონ სალომეს პირველსავე ტურში მიეღოს ის, რასაც იმსახურებს და ამის ძალიან დიდი ალბათობაა. მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, აუცილებლად მოვიდნენ და ხმა მისცენ დამსახურებულ ქალბატონს, რომელიც მართლაც გახლავთ სამშობლოში დაბრუნების სიმბოლო

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების შემდეგ.

კომენტარები