ლარის გაუფასურება

გოცირიძე ივანიშვილს: არჩევნებამდე ბირჟაზე ყოველდღიურად 5-5 მლნ დოლარი გამოიტანეთ

ახლა ლარის გასამყარებლად ძალიან მარტივი და არაორდინალური რჩევა უნდა მივცე - ყოველდღიურად “ბლუმბერგზე“ უცხოური ვალუტა ბანკების მიერ ძალიან მცირე რაოდენობით ივაჭრება. ნუ გგონიათ, რომ რაღაც საშინელი მოცულობებია - ეს არის დღეში დაახლოებით 5-10 მილიონი დოლარი. ამიტომ, ბატონ ბიძინას მოვუწოდებ, რომ არჩევნებამდე ბირჟაზე ყოვედღიურად 5-5 მილიონი დოლარი გამოიტანოს, ეს სადღაც 20 დღეში 100 მილიონი იქნება - ლარიც გამყარდება და ოდნავ წაეშველება მის გაკოტრებულ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეროვნული ბანკი კრუხივით აზის რეზერვებს და არ უნდა ფულის დახარჯვა და ამ შემთხვევაში ივანიშვილი ორმაგ სარგებელს მიიღებს - ერთის მხრივ, პოლიტიკურს და მეორეს მხრივ, გადაახურდავებს ფულს და თავის მშენებლობებს მოახმარს ლარებში. მაგრამ მე ეჭვი მაქვს, ის ამას არ გააკეთებს, რადგან გაუფასურებული ლარი ძალიან აწყობს

ენმ-ის დეპუტატმა რომან გოცირიძე პალიტრანიუსს უთხრა.

კომენტარები