ხორავას ქუჩის საქმე

ჩიხრაძე: პრეზიდენტმა მომწერა, მისი სახელით სოლიდარობა გამომეხატა ზაზა სარალიძის მიმართ

მე როგორც კი ვნახე ეს ამბავი, მაშინვე, დალაპარაკების შესაძლებლობა არ მქონდა, მაგრამ მივწერე პრეზიდენტს და პრეზიდენტმაც მომწერა, რომ მე აქ მოვსულიყავი მისი სახელით და სოლიდარობა გამომეთქვა ბატონი ზაზა სარალიძისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს აქ არის

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე. აქცია "კარვებით ვიცავ თავისუფლებას" ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა 20-მდე კარვის გაშლა მაინც მოახერხეს.

კომენტარები