აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

ვაშაძე: ვინ აწყობდა დესტაბილიზაციას, შვილმოკლული მამები თუ არასამთავრობო სექტორი?

ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება, რომელიც აბსურდულ საკითხებზე საუბრობს. ვინ აწყობდა დესტაბილიზაციას - შვილმოკლული მამები? თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ფაქტობრივად, ერთადერთი გარანტი დარჩნენ იმის, რომ კანონი დაიცვას ხელისუფლებამ? არ გაგივათ ეს ყველაფერი, ეს არის კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც თქვენ ჩადიხართ. არსებობს კონსტიტუცია, კანონი, ნორმები, რომელსაც ყველა უნდა იცავდეს, თქვენ კი გვეუბნებით, რომ კანონი თქვენ ხართ. ეს დამთავრდება და ამაზე მიიღებთ პასუხს. ქვეყანა თქვენს გარეშე გააგრძელებს მშვიდობიან, ნორმალურ განვითარებას, იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელსაც არ აინტერესებს კონსტიტუციის მოთხოვნა და ყოველდღიურად არღვევს ამ ყველაფერს, მოსახლეობის მხრიდან არჩევნების გზით აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს.

გაერთიანების "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ეხმაურება შს მინისტრის განცხადებას. გიორგი გახარიამ თქვა, რომ პოლიცია პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და დესტაბილიზაციის რისკების გამო „იმოქმედა ისე, როგორც იმოქმედა“.

კომენტარები