ხორავას ქუჩის საქმე

ხოშტარია: "ოცნების" წევრები ლამის აქეთ მეჩხუბნენ, კარავი რატო არ დაადგმევინე სარალიძესო

რა ემართება ხელისუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილ ხელისუფლებას: დღეს ბიუროზე შევედი და ლამის აქეთ მეჩხუბებოდნენ - კარავი რატო არ დაადგმევინე სარალიძესო და დედამისი კი წაიქცა, მაგრამ პოლიციას არ წაუქცევია და ბოდიში მოიხადეო. ანუ პოლიციას რომ უკანონობა დაავალეს, იმ ჭყლეტვაში ქალი წაიქცა და მერე საავადმყოფოში მოხვდა, ამაზე მადლობას ითხოვენ. ისე ლაპარაკობდნენ, რომ მომეჩვენა, ზოგმა თავი დააჯერა

წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია Facebook-ზე, პარლამენტის ბიუროს 12 ნოემბრის სხდომის შესახებ.

კომენტარები