9 აპრილი

ვოლსკი მეჩითოვზე: არაადეკვატური რომ იყო, იმიტომ აღარ არის მოადგილე

არაადეკვატური რომ იყო, იმიტომ აღარ არის მოადგილე. თქვენ რომ ნიშნის მოგებით მეუბნებით, თქვენს ობიექტურობში მეპარება ეჭვი. ხომ იცით რომ აღარ არის დიდი ხანია, არა? 5 წელია, უკვე. მაინც მეუბნებით... ჩემი მინისტრის მოადგილე ამბობს სრულ სისულელეს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში რუსეთი არ იყო ჩარეული, სრულად არაადეკვატურია ის განცხადება, რაც გააკეთა ომის წინა პერიოდთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ეხმაურება მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებას. მეჩითოვმა ალ ჯაზირასთან თქვა, რომ 9 აპრილი იყო "გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს"

კომენტარები