თბილისის მერია

კალაძე: არ გადავუხვევთ არჩეული გზიდან, რომელიც ადამიანის ღირსებაზეა ორიენტირებული

ჩვენ ნამდვილად ჩვენ მიერ არჩეული გზიდან არ გადავუხვევთ, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემაზე და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მე რამდენჯერმე განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ, რომ პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ვიქნებით ყოველთვის. ამიტომ, არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და მიაწოდონ ცრუ ინფორმაციას, ამაზე ყოველთვის მოვახდენთ რეაგირებას

თბილისის მერი კახა კალაძე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციის შესახებ.

კომენტარები