ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: უკეთესი იქნება, თუ ნაძვის ხეს პარლამენტთან დადგამენ, ვეცდებოდით, ბავშვები გაგვერთო

არაფერში არ მიშლის ხელს ნაძვის ხე და არ ვაპირებდით მისთვის ხელი შეგვეშალა. პირიქით, უკეთესი იქნებოდა თუ იქ დაიდგმებოდა, ბავშვები მოვიდოდნენ იქ და ვეცდებოდით, რომ ჩავრთულიყავით ამ ღონისძიებაში, რომ ბავშვები გაგვერთო. არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ამას ჩვენთვის

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პალიტრანიუსთან საუბარში, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, თბილისის მთავარ ნაძვის ხეს ადგილი შეუცვალონ. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას დედაქალაქის მერია არ ადასტურებს. კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა უწყება ნაძვის ხისთვის ადგილის შეცვლას, პრესსამსახურში პასუხობენ, რომ ვერაფერს იტყვიან, რადგან საკითხი ჯერ არ განხილულა.

კომენტარები