ხორავას ქუჩის საქმე

უსუფაშვილი: ხორავას ქუჩის ტრაგედიის ფონზე გამოიკვეთა ჩვენი სახელმწიფოებრივი მოუწყობლობა

დღეს პირველი დეკემბერია. ერთი წლის წინ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია თითქოს საზოგადოების გამოფხიზლების, შეკავშირების და ჩვენი მომავლის საერთო პრობლემებთან ერთიანი ძალებით შერკინების მიზეზი უნდა გამხდარიყო. მოხდა პირიქით… ამ ტრაგედიის ფონზე განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა ჩვენი სახელმწიფოებრივი მოუწყობლობა და გაღრმავდა ინდივიდის სახელმწიფოსგან მიტოვებულობის განცდა. აუცილებელია, ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება, თუნდაც იმ თანამდებობის პირების განსასჯელის სკამზე დასმით, ვისი ბრალითაც გართულდა თუ შეუძლებელი გახდა სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელის დასჯა

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი. ხორვას ქუჩის მკველელობიდან 1 წელი გავიდა.

კომენტარები