არჩევნები 2018

ვაშაძე: არავითარი სისხლისღვრა არ იქნება, მუდამ კონსტიტუციის ფარგლებში დავრჩებით

როდესაც ხელისუფლებას მივმართავთ, თუ გნებავთ ე.წ ხელისუფლებას და ამ შეთავაზებას ვაკეთებთ, გვინდა კიდევ ერთხელ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჯერ ერთი, მთელი ოთხთვიანი პროპაგანდა იმაზე, რომ მოვა გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც ე.წ ხელისუფლება ჯიუტად მოიხსენიებს როგორც მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყება არეულობა, აღარ მახსოვს, მათმა რომელიღაცა წარმომადგენელმა სიტყვა სისხლისღვრაც კი იხმარა. არავითარი სისხლისღვრა არ იქნება, ჩვენ ვაპირებთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში დარჩენას მუდამ

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რუსთავში მოსახლეობასთან შეხვეედრაზე.

კომენტარები