მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ზურაბიშვილზე: მახინჯი თოჯინა უნდა დაასკუპოს რეზიდენციაში ივანიშვილმა?!

კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქმაც კი თქვა გუშინ, რომ ხმები არის მოპარული. რა ვქნათ ახლა, ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და გავაპრავოთ მოპარვა?! ამიტომ, როცა საუბრობენ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ თურმე... მათ შორის, მთლად ბოლომდე აზრზე მოსული ჩვენი ფორმალური თანამებრძოლები რომ ამბობენ რომ "ახლა რაღა აზრი აქვს", "მოდი ახლა ვაღიაროთ". რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს "აახიეს" ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი რაღაცა მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?! საქართველოს სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, facebook Live-ში საქართველოს მომავალ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მახინჯი თოჯინა უწოდა

კომენტარები