პარლამენტის პლენარული სხდომა

ქანთარია: ასეთი რევოლუციონერი თუა სააკაშვილი, ჩამოვიდეს ლენინივით სხვისი პასპორტით

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას მთლიანად, მინდა, გარკვევით ვუთხრა, თქვენ ან არ გინდათ, გაიგოთ, ან ვერ იგებთ - არჩევნები დამთავრდა! დამთავრდა არჩევნები და თქვენ წააგეთ. "წააგეთ", რას ნიშნავს ეს სიტყვა? წააგეთ. ეს რომ ყოფილიყო 1-2%, იქნებ, მეც ფიქრებში წავსულიყავი, მაგრამ წააგეთ 20%-ით! რა ძალადობაზე საუბრობთ, ხალხო? ეს იყო ბინძური კამპანია თქვენი მეცადინეობით და თუ რამე ხარვეზი იყო, ეს მომავალშიც გამოსწორდება, მაგრამ რა ლეგიტიმაციაზე საუბრობთ? რის ლეგიტიმაციაზე საუბრობთ? რას "ჟილკობთ", პატარა ბავშვებივით, ეზოში რომ ფეხბურთს თამაშობენ და გოლს რომ გაუტანენ და "კუთხურებს არა ვართ", "ჯარიმებს არა ვართ", "პენალტებს არა ვართ" რომ იძახიან. რას აკეთებთ? ახლა უნდა ადგეთ და შეეგუოთ იმას, რომ წააგეთ. ერთ რამეში კი, ფაქტობრივად, ფხიზლადა ხართ, თქვენი ბელადის იქიდან მოძღვრებას, რომელიც მგზნებარედ გმოძღვრავთ, რომ თავები გაიტეხეთ თქვენო და თვითონ, სკაიპით ძალიან უყვარს საქართველო ვითომ და თქვენ მოგიწოდებთ, თავები გაიტეხეთო და თქვენს თავებზე რომ ზრუნავთ, ეს ცუდი არ არის. გაუგზავნეთ იმ თქვენს ბელადს და უთხარით, კაცო, რომ თუ ასეთი რევოლუციონერია, ასეთი მაგარი, "პარიკი" დაიხურა ლენინმა და ჩამოვიდა რუსეთში სხვისი პასპორტით, აი, ასევე გააკეთოს და ჩამოვიდეს, მაგრამ თვითონაც კარგად იცის, რომ პირველ რიგში, თქვენ მოკიდებთ ხელს და ყვავილებით მიიყვანთ მატროსოვამდე

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები