მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მყარდება რუსული რეჟიმი ივანიშვილის და რუსეთის დაზვერვის აგენტის გახარიას მიერ

დაწყებული არჩევნების მეორე ტურიდან, გუშინდელი მოვლენებით გაგრძელებული და დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის, დაკავებით, მინდა, გითხრათ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში. საქართველოში მყარდება სუფთა რუსული ტიპის რეჟიმი [ბიძინა] ივანიშვილის მიერ და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტის, [გიორგი] გახარიას მიერ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ენმ-ის წევრის, დავით კირკიტაძის, დაკავებაზე საუბრობს, რომელიც გუშინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა

კომენტარები