მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ადრე ქალი მწერდა, სატანა ხარო, ახლა გულებს მიგზავნის - იცვლება ხალხის აზრი

მოგიყვებით ისტორიას, როგორ იცვლებოდა ხალხის დამოკიდებულება ზოგადად, მაგალითად ჩემ მიმართ. ხომ იცით, როცა პირადი გზავნილია, ეს ინახება წლების განმავლობაში ინახება. ამასწინათ მოვიდა, ერთი გზავნილი იყო, გულებს რომ მიგზავნიან, რომ ვნახე გულებს მიგზავნის, ვიღაცას ვუყვარვარ, ჩავხედე და ვნახე - ვიღაც ქალი მიგზავნიდა ბათუმიდან.

2012 წელს, არჩევნების წინ ზაფხულში გამომიგზავნა: სატანა სააკაშვილო, მოშორდი, დაანებე თავი საქართველოს. კაი, მაშინ ბევრი აგზავნიდა. 2013 წელს, ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს მომწერა, რა კარგია, რომ მალე მოგვშორდები, წაეთრიე ამ ქვეყნიდან, აღარ გნახოს ჩემმა თვალებმაო. მერე 2015 წელს თუ არ ვცდები, დაბადების დღე მომილოცა და მომწერა, "გილოცავ დაბადების დღეს, პრინციპში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გაქვს გაკეთებული". მერე 2016 წელს მოიწერა - "კარგი იქნებოდა, თუ იფიქრებდი უკან დაბრუნებაზე". 2018 წელს, არჩევნებამდე, პირველ ტურამდე ერთი კვირით ადრე, "მიშა, ვგიჟდები შენზე, მიყვარხარ, ვაფრენ და ბევრი გულები".

ყველაფერი ეს შემოინახა Facebook-ის ისტორიამ პირადში. ამას იმიტომ გიყვებით, რომ რა თქმა უნდა, საზოგადოების აზრი იცვლება, მაგრამ ივანიშვილს საზოგადოების აზრის შეცვლა არ უნდა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook Live-ში.

კომენტარები