საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უნდა იყოს ყველაზე კომფორტული

ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ჩვენ შევეცდებით საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უნდა იყოს ყველაზე კომფორტული ქალაქში. ხშირია შემთხვევები, როცა სპეციალურად ავტობუსისათვის შექმნილ ზოლებში კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მე მინდა ვთხოვო ირაკლის, საპატრულო პოლიციასთან გქონდეთ მჭიდრო კომუნიკაცია, მათი მხრიდან არის სრული მზაობა, მე ბატონ გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი, არის მაქსიმალური მხარდაჭერა, თუ საჭიროა აუცილებლად დავაყენოთ კამერები, ვინც დაარღვევს აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის განკუთვნილი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად. ჩემი თხოვნაა ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მოწესრიგებული.

თბილისის მერი კახა კალაძე სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ საუბრობს.

კომენტარები