სასამართლო სისტემა

ფოფხაძე მოსამართლეთა სიაზე: ბატონ ბიძინასაც შეიძლება რამე ეშლებოდეს, ხომ?

მე გეუბნებით, რომ მაგათი [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეები] გასვლა უზენაეს სასამართლოში კრავს წრეს და სამივე რგოლი – საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლო – ხვდება ერთი ჯგუფის გავლენის ქვეშ. ეს თუ მოხდა, სასამართლო სისტემის შემდგომ რეფორმებზე და გაჯანსაღებაზე საუბარი იხსნება. მეტსაც გეტყვით: სარგებლობს თუ არ სარგებლობს ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არანაირმა ფაქტორმა არ განაპირობოს ამ ადამიანების მოვლენა უზენაეს სასამართლოში. ეს უნდა იყოს ჩვენთვის პრინციპული. ბატონ ბიძინასაც შეიძლება რამე ეშლებოდეს, ხომ?

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე რადიო პირველი არხის ეთერში, საღამოს პიკის საათში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ.

კომენტარები