ლევან მურუსიძე

მურუსიძე: თუ "ქართული ოცნება" გადაწყვეტს სასამართლო დასაჯოს, მაშინ დასაჯოს

ერთადერთი საშუალება არის ის, რომ თუ "ქართული ოცნება" აყვება იმ პიარს, რომელიც წამოსულია "ნაციონალური მოძრაობიდან", არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგადად ეს არაჯანსაღი შეტევა, რომელიც ხორციელდება სასამართლოზე, თუ ამას აყვება "ქართული ოცნება"… ამის ნიშნები არის, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ დიახ, ჩვენ ზეწოლას ვახორციელებთ მოსამართლეებზე და ისინი უნდა წავიდნენ სასამართლო სისტემიდან. თუ ამას "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, რომ სასამართლო ამ შედეგების გამო და იმ უცხოური ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების გამო დასაჯოს, მაშინ დასაჯოს ეს სასამართლო სისტემა, ამისთვის მე მზად ვარ, მაგრამ ის, რომ მე ყველაფერს ხაზი გადავუსვა, ეს იქნება ღალატი ყველა იმ ადამიანის, ვინც მუხლჩაუხრელად იბრძოდა ამ შედეგებისთვის და მე პირადად არ ვაპირებ ეს კომფორტი ამ პოლიტიკურ პარტიებს მივცე

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში "პირისპირ"

კომენტარები