ფარული ვიდეოჩანაწერები

ბესელია ჩანაწერებზე: ვერც ვუშვებ, რომ ივანიშვილი შეიძლება თანაზიარი იყოს ამ მდაბიო საქციელის

მე რომ იმას ვუშვებდე, რომ ის შეიძლება თანაზიარი იყოს ასეთი მდაბიო და სამარცხვინო საქციელის, ერთი წამით არ გავჩერდები იმ ლიდერის გვერდით და იმ პოლიტიკური გუნდის ქოლგის ქვეშ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მიმღეობა და თანაზიარება ამ პროცესის. მე ამას ვერც დავუშვებ. ეს რომ დავუშვა, ასეთი მოსაზრება, მე აქ უნდა ვიჯდე უკვე განცხადებით, რომ დამთავრდა ჩემი და ქართული ოცნების პოლიტიკური ერთობა. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. მაგრამ მე მაინც ვაპირებ რომ ეს საკითხები დავსვა შიგნით.

ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების საქმეზე ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" საუბრობს.

კომენტარები