კობახიძე: მოსამართლეები, რომლებიც ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ, ახლა კარგ რაღაცებს აკეთებენ

სასამართლო სისტემა 2012 წლამდე იყო უვარგისი, ადეიშვილი რასაც ეტყოდა, იმას აკეთებდნენ. იყო მილიონი ქეისი, ცუდი ქეისი და ახლა არ არის არც ერთი ქეისი და ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ შეიცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს, ამაშია საქმე... პასუხისმგებლობის ზღვარი უნდა გაევლოს, აი, გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იფიქრეს და გადაწყვიტეს რა - იყო რაღაცა პოლიტიკური დონე, ჰიტლერი, გებელსი, მათი მეგობრები, მათ დააკისრეს პასუხისმგებლობა, ნიურბერგის პროცესი და ყველაფერი. რაც შეეხება ქვედა დონეს, მოხელეებს და მოსამართლეებს, რომლებიც იყვნენ იმ რეჟიმის სამსახურში, მათ პასუხისმგებლობა არ დააკისრეს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV პირველის გადაცემაში "რეაქცია", მოსამართლეების შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები