ხაზარაძე მუქარის წერილზე: არც გამივლია თავში, რომ ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი

როგორც კი წავიკითხე [მუქარის] წერილი, რომელიც მივიღე, იმავე საღამოს დავწერე ზემოხსენებული განცხადება [2 ნოემბრის მიმართვა, სადაც მამუკა ხაზარაძე რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს]. მივხვდი, რომ არჩევნის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, არც გამივლია თავში, რომ რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი, მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, იცი, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობენ, რომ "ტვ პირველთან" რაღაც კავშირი მაქვს. არა [არანაირი კავშირი არ მაქვს]

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში, იმ მუქარის წერილზე, რომელიც მისი თქმით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურის წინ გაუგზავნა. სამპუნქტიან წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში მიიტანა, წერია, რომ "უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან). მამუკა ხაზარაძემ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

კომენტარები