ადვოკატი: დნმ-ებით ბრძოლა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ადამიანს არ აქვს გენეალოგია წესრიგში

ჩვენთვის ცნობილია, რომ 15 წლის წინ საპატრიარქომ საიდუმლოდ ჩაატარა ბაგრატიონთა დინასტიის სხვადასხვა წარმომადგენლის დნმ-კვლევა. გაირკვა, რომ ბატონ ნუგზარს არ აღმოაჩნდა ბაგრატიონების ჰაპლოჯგუფი. კერძოდ, ბაგრატიონებს აქვთ Q3A1A1 - ეს არის ციმბირული დნმ ჯგუფი. გუშინ ბატონმა გიორგი ანდრიაძემ, როგორც ვიცი, ჯერ განაცხადა, რომ აღნიშნული დნმ-კვლევა არ ჩატარებულა, შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული დნმ-კვლევა ჩატარდა და ბატონ ნუგზარს აღმოაჩნდა ქართული დნმ ჯგუფი. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბატონ ნუგზარს აღმოაჩნდა ქართული დნმ-ჯგუფი, ქართული დნმ-ჯგუფი არის J1 და J2, და არა Q3A1A1.

ბატონმა ანდრიაძემ ირიბად გასცა ბატონი ნუგზარის საიდუმლო, როცა თქვა, რომ მას აქვს ქართული ჰაპლოჯგუფი. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი ნუგზარი არ არის ბაგრატიონი.

მოწინაარმდეგე მხარე აპელირებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, თითქოს ამის დასადასტურებლად საჭიროა სვეტიცხოვლის გაჭრა, იქიდან მიცვალებულების ამოთხრა, რაც არის აბსოლუტური სპეკულაცია.
რატომ გახდა დნმ-ებით ომი საჭირო ? დნმ-ებით ბრძოლა საჭირო გახდა აღნიშნული ნაკლოვანი გენეალოგიის გამო. იმიტომ, რომ ადამიანს არ აქვს გენეალოგია წესრიგში. დნმ-კვლევა არის დამატებითი საშუალება, შეავსო მსგავსი დეფექტი

დავით ბაგრატიონი მუხრანსკის ადვოკატი ლევან ჩხეიძე კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს უჩივის. ის ითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს "საქართველოს სამეფო სახლის" სახელის გამოყენება აეკრძალოს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბაგრატიონ-მუხრანსკი თაღლითია და სამეფო ორდენებს ყიდის.
მოკლე ბმული: