ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გოცირიძე: შეუძლებელია ენმ-ის გამიჯვნა სააკაშვილისგან, ის ამ პარტიის შემქმნელი და ლიდერია

დადგა პარტიის სერიოზული განახლების საკითხი, ახალი ენერგიის მიცემის საკითხი, ამიტომ, მალე პარტიაში მოხდება შესაბამისი ცვლილებები. იქნება პარტიის ყრილობა და პარტია, როგორც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ლიდერი და ლოკომოტივი, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ოპოზიცური ფლანგის, საჭიროებს შემდგომი ენერგიის მიცემას, შემდგომ განახლებას... შეუძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან. ის არის ამ პარტიის შემქმნელი, ლიდერი, მაგრამ დღეს აქ საუბარი არის ადგილობრივი სტრუქტურების განმტკიცებაზე, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების უსამართლო ქმედებების გამო უშუალოდ შიდაპარტიულ ცხოვრებაში ვერ ღებულობს მონაწილეობას

ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. 

კომენტარები