გახარია წერილზე: ვნახავ, კიდევ რა სიურპრიზებს ამზადებენ, მერე ყველაფერ ამაზე გავცემ პასუხს

ეს ისტორია, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა ფერებს იძენს, ჩემთვის არის ჯერჯერობით გაუგებარი, მე გარკვეული პერიოდი დაველოდები, ვნახავ, კიდევ რა სიურპრიზებს ამზადებენ, სადამდე შეიძლება შევიდეს ეს გამოგონილი ისტორიების თემა და შემდგომ, რა თქმა, უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე, ყველაფერ ამაზე გავცემ შესაბამის პასუხს... მე დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ

შს მინისტრი გიორგი გაახარია TV პირველის ეთერში, თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

კომენტარები