საქართველოს მთავრობა

გახარია: გამოვრიცხავ პრემიერობას, ამის არც სურვილი მაქვს

ამ ნიუსებს ავრცელებთ თქვენ, იქნებ თქვენ მითხრათ, გამაგებინეთ, ეგებ ვიცოდე მეც რაღაცა.

ერთი რამ მინდა გითხრათ, გულწრფელად გუბნებით, მე მართლა ვთვლი, რომ ის, რასაც ვაკეთებ დღეს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მართლა ასე ვთვლი. მართლწესრიგი, სიმშვიდე ამ ქვეყანაში არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, ტურიზმი, რომ ძირითადი ამოცანა, სიღარიბე, რაც არის ამ ქვეყნის, იყოს დაძლეული. შესაბამისად, უბრალოდ ვერ ვხედავ, არც სურვილი მაქვს [პრემიერობის] და ვთვლი, რომ ის, რასაც ახლა აქ ვაკეთებ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. და აქ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუ ამის საშუალება და დრო მექნება.

დიახ, რა თქმა უნდა [გამოვრიცხავ პრემიერობას]

შს მინისტრი გიორგი გახარია TV პირველის ეთერში, შესაძლო პრემიერობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

კომენტარები