მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი

კახაძე: ოპონენტებს მაღალი, გახედნილი, გაშალაშინებული ინტელექტი აქვთ, რომლითაც მსახურობენ

უდიდეს პატივს ვცემ თითოეულ ჩემს ოპონენტს, არამარტო ასე დისტანციურად, ხელის ჩამორთმევითაც და მხარზე მხარის მიდებით და ასეთი ურთიერთობა მაქვს და ვერავითარ შემთხვევაში ჩემს თავში ვერც კი წარმოვიდგენ რომ მათზე რამე ძვირი წამომცდეს. ეს ჩემი პოზიცია არ არის და არც მათი. მათ აქვთ მაღალი ჩამოყალიბებული გახედნილი, გაშალაშინებული ინტელექტი, რომლითაც ისინი მსახურობენ და დარწმუნებული ვარ რომ მათი თავი მე რომ დამჭირდეს, ისინი მე დამეხმარებიან, ასევე იცოდნენ, რომ მათ თუ ჩემი თავი დასჭირდათ, ყოველთვის დავეხმარები. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამ ჭიდილში, გამოვადნოთ ის აზრი, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, იმ კონკრეტული, ამ შემთხვევაში იმ რაიონისთვის, მაგრამ ეს რაიონი ხომ მთელის ნაწილია და მთელზე არსებული პრობლემატიკა, მის ნაწილზე აისახება. ამ ნაწილში არსებული პრობლემატიკის განზოგადება, მისი რეცეპტურის დამზადება, მისი დიაგნოზის დასმა, ამ ადამიანებთან ერთად საამაყო და კარგია. 

ქართული ოცნების მიერ წარდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე TV.პირველის ეთერში.

კომენტარები