გიორგი ბარამიძე

ბარამიძე: სააკაშვილი აღმოსავლეთ ევროპაში მთავარი დაუმარცხებელი ლიდერია პუტინის წინააღმდეგ

მე მგონი ყველასთვის ნათელია და არავინ შემეწინააღმდეგება იმაში, რომ მიხელ სააკაშვილი არის ძალიან არაორდინალური პიროვნება და ძალიან არაორდინალური პოლიტიკოსი. ჩვენი მტრები და ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის მტრები, სხვანაირად ხატავენ მას და ამ პროპაგანდას ვიღაცები ქვეყნის შიგნითაც იტაცებენ. მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დღეს აღმოსავლეთ ევროპაში მთავარი გულწრფელი, ხმალამოღებული და დაუმარცხებელი რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა 2012 წლის სპეცოპერაციის დროს დაამარცხა ჩვენი პარტია, დაუმარცხებელი ლიდერი პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბუნებრივია, მას ისეთი რაღაცებიც აქვს ნათქვამი, რომელიც წლების შემდეგ გაირკვა, რომ ვა, თურმე მაგარი რაღაცა უთქვამს მიშას და თურმე ეს რაზე საუბრობდა და ა.შ. შეცდომებიც მოსვლია ბუნებრივია, ადამიანია, ხო? 

ამიტომ ვართ ჩვენ ამ ადამიანთან სულ ინტერაქციაში, ხო. ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს ვისმენთ, რას ლაპარაკობს ეს ადამიანი და მერე ჩვენი გადმოსახედიდან რაღაცებს ვაკორექტირებთ, თუ დასაკორექტირებელია. ყველა შემთხვევაში, ერთიანი ფრონტით ვიბრძვით.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

კომენტარები