ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის განცდა და აღქმა მისი

საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე, საჯაროდაც ვიტყოდი ამას. გუნდში გვქონდა ამაზე რამდენჯერმე საუბარი. ჩვენ კვლევა ჩავატარეთ ინგლისური კომპანიით და როგორ გითხრათ, ნიჰილიზმი, სასოწარკვეთილება. აქვს ამას ობიექტური აღქმა. სუბიექტური ის, რომ ოპონენტები რას შვებიან და შედეგი ესაა. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დავაბრუნოთ რეალობაში. რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის განცდა და აღქმა მისი. შედარებას გავაკეთებდი რომ ჩვენზე ღარიბ სახელმწიფოებში ამ კვლევაში, ბედნიერების ინდექსი და რაღაც გამოიყოფა, ჩვენზე ღარიბ სახელმწიფოებში არის უკეთესი და ჩვენზე უკეთეს სახელმწიფოებში, მაგალითად საფრანგეთში არის უარესი. ჩვენთან ფასეულობები, ოჯახი მაინც დარჩა, იქ არცერთი აღარაა.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკოპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

კომენტარები