ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი TBC-ზე და ხაზარაძეზე: ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება უტევს მათ

ორკესტრირებული შეტევის კარგი მაგალითი იყო "ქართუ ბანკი" 2011 წელს. ნახოს და გაიხსენოს საზოგადოებამ რას ნიშნავს ორკესტრირებული შეტევა. დღევანდელი გადმოსახედიდან, რაც ხდება თი-ბი-სი ბანკის ირგვლივ და ხაზარაძის ირგვლივ, პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება უტევს მათ...ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გააკეთა და მან ეს დაამტკიცა პარლამენტშიც, საჯაროდაც, ლონდონშიც იყო საჩივრები და იქაც გაკეთდა შესატყვისი რეაქციები და ეს ორი პიროვნება გამოყვანილი არიან სამეთვალყურეო საბჭოდან...კითხვები აღარაა, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები...რა შუაშია ჩვენი მეშვიდე წელი ან თერთმეტი წელი, კერძო ტრანზაქციაზე აგონ პასუხი და ამაზე ისაუბრონ. ასეთი ტრანზაქცია მე ველურ გარემოში და რუსეთშიც არ გამიგია.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკოპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

კომენტარები