მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოში

კახიძე: ძალიან უხერხულია, როცა პრემიერმინისტრი ასე უტიფრად ცრუობს ევროპარლამენტარების წინ

ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ასე უტიფრად ცრუობს ევროპარლამენტარების წინაშე და აცხადებს, რომ თითქოს ვალების ჩამოწერას არჩევნებთან კავშირი არ ჰქონია. პირველ და მეორე ტურებს შორის დაანონსებული ეს აქცია იყო, რა თქმა უნდა, ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვა. ეს არის ამგვარად შეფასებული ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან და, რა თქმა უნდა, მასშტაბური მოსყიდვის გარდა, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის მანამდე არნახული მასშტაბით გამოყენებას. არამხოლოდ რესურსის გამოყენებას, არამედ ისეთი ტიპის ზეწოლას, ისეთი დონის წნეხს, რასაც მოყვა ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, გარდაცვალება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ ტრაგედიას დღემდე არ მოჰყოლია რაიმე ტიპის სამართლებრივი შედეგი. ის ზონდერები, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდნენ, კვლავ თანამდებობაზე არიან, არცერთი პირი არ არის გამოვლენილი, დასჯელი. დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი ქალბატონი იას შვილი, მისი უფლებამონაცვლე ბაჩანა შენგელია

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე ტვ პირველის ეთერში საუბრობს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლაზე ევროსაბჭოში

კომენტარები