ვენეციის კომისიის დასკვნა

ხუნდაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: არის საკითხები, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ვენეციის კომისიის სამართლებრივი შენიშვნების უდიდესი ნაწილი ვფიქრობ გასათვალისწინებელია. პოლიტიკური ალბათ ანგარიშგასაწევი, მაგრამ არის საკითხები შენიშვნებისა რომელიც ელემენტარულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რა თქმა უნდა ასეთი ტიპის შენიშვნები უბრალოდ ვერ იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ იმდაგვარი დოკუმენტი, რომელიც იქნება გრძელვადიანი და არ იქნება მხოლოდ დღევანდელობას მორგებული და რაც მთავარია, მივიღოთ მოსამართლეების ის სია, რაც იქნება ობიექტურად წარმოდგენილი და შემდეგ მხარდაჭერილი პარლამენტის მხრიდან

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე თქვა. მმართველი გუნდი პარლამენტის პლენარულ სხდომამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამათლეების არჩევის წესთან დაკავშირებით კობახიძის კანონპროექტზე კიდევ ერთ კონსულტაციას მართავს.

კომენტარები