მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საქართველოში ივანიშვილმა ხალხი გააციგნა, გააბომჟა

გუშინწინ ვიყავი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ვნახე კარვებში დაწვენილი მამა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს ჩამოყვანილი და შიმშილით კვდება. მე ვნახე ყოფილი ექიმი, მედდა, რომელიც გუშინ მუშაობდა საავადმყოფოში, მე ვნახე ყოფილი პოლიციელი, მე ვნახე ომის ვეტერანი აფხაზეთის, რომელსაც ორი ფეხი მოაჭრეს. ჩამოვიდა ოპერაციისთვის, იმიტომ რომ ახლა ხელები ერთმევა, ხელების მოსაჭრელად აქვს საქმე და საქართველოში აღარ უფინანსებენ ოპერაციას, თუმცა, ჩემ დროს 100 %-ით უფინანსებდნენ. ეს ხალხი, რეალურად მე არ მინდა ვაწყენინო ბოშებს და რომას ხალხს, მაგრამ საქართველოში ივანიშვილმა ხალხი გააციგნა, გააბომჟა, ჩემი თვალით ვნახე ეს გუშინ. საფრანგეთის ყველაზე ისეთ ქალაქში, ქუჩაში დაყრილი საქართველოს მოქალაქეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში - P.S.

კომენტარები