სალომე ზურაბიშვილი

სესიაშვილი პრეზიდენტის retweet-ზე: თუ შეცდომა გაიპარა, არ ნიშნავს, რომ უნდა გაგიხარდეთ

იცით, რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას, არათუ ვუფრთხილდებით, ეს ურთიერთობა აყვანილია ძალიან მაღალ დონეზე.

თუ რაღაც არასწორი ინფორმაცია ან გარკვეული შეცდომა გაიპარა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაგიხარდეთ და არ უნდა დაიწყოთ მანიპულირება. არასასიამოვნოა, როცა ასე ხდება, მაგრამ თუ ეს არის შევდომა, ეს გამოსწორებადია, არ მგონია, რომ ეს მთავარი თემა იყოს

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის tweet-ის გაზიარებაზე. ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით პოსტი სალომე ზურაბიშვილის გვერდიდან წაიშალა და ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ეს სოციალური მენეჯერის შეცდომა იყო. დღეს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმაც არ არის გამორიცხული.

კომენტარები