აშშ-საქართველო

ქანთარია: პრეზიდენტის სიტყვების რევიზორად ვერ გამოვდგები

მას აქვს საშუალება, უფლება, რომ თავისი თვალთახედვა ამასთან დაკავშირებით წარმოადგინოს და ის, ალბათ, თვლის, რომ ბაზა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ეს არ არის და ჰიპოთეტურად, ალბათ, თქვა. მე ახლა მისი სიტყვების რევიზორად ვერ გამოვდგები. არ მგონია, რომ ამ ფრაზამ, ახლა ნათქვამმა, რომელიც არც განიხილება, ამან უნდა რაიმე ზემოქმედება მოახდინოს

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია აშშ-ის სამხედრო ბაზების შესახებ პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებაზე. სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ “არ მგონია, ეს [აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსება] რეკომენდირებული იყოს. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება, პროვოკაციად იყოს აღქმული".

კომენტარები