მდინარაძე მაჩალიკაშვილზე: ფაქტია, სახელმწიფომ ძალიან სერიოზული დანაშაული აიცილა თავიდან

ფაქტია, რომ სახელმწიფომ აიცილა ძალიან სერიოზული დანაშაული თავიდან. რაც შეეხება დაკავება არ დაკავებას, ეს სამართალდამცავების საქმეა, იქ არის ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსი, რითაც საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში. ეს იყო მომზადების ეტაპი, როგორც დამთავრებული დანაშაული, ეს იყო განზრახვისთანავე აღკვეთილი დანაშაული თუ ა.შ ეს არის იურიდიული ნიუანსები, რასთან დაკავშირებითაც უნდა დაველოდოთ ჩვენ სამართალდამცავების გადაწყვეტილებას მათ შორის ავთენტურობის ნაწილში.

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე მახლაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე და სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები