ლარის გაუფასურება

ძიძიგური ლარის კურსზე: პირველად ხომ არ ხდება? ცოცხალი პროცესია, რომელიც თავად ავირჩიეთ

გადმორიცხვები უცხოეთიდან საქართველოში გაზრდილია, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, ინვესტიციები გაზრდილია, ექსპორტის წილი გაზრდილია, რა თქმა უნდა, იმპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ექსპორტი, მაგრამ გაზრდილია ექსპორტის წილიც ანუ ყველა მახასიათებლით არის სრული შესაძლებლობა იმის და ძალიან მალე, ლარის კურსი ისევ დაუბრუნდება თავის... ქვემოთ წამოვა...

ეს ხომ უკვე პირველად არ ხდება, რამდენიმე წელია ვხედავთ, რომ ლარის კურსი მატულობს, შემდეგ რაღაცა ტიპის ნიშნულთან გაჩერდება, შემდეგ ისევ... ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც ჩვენ თვითონ ავირჩიეთ, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ გვინდა საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ გვინდა გაცვლითი კურსი, ჩვენ გვინდა ლარის მცოცავი კურსი

ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად ძიძიგური TV პირველის ეთერში, ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე. აღსანიშნავია, რომ ლარი დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არსებობის ისტორიაში არ ყოფილა. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.80-ს გადაცდა.

კომენტარები