თბილისის მერი

კალაძე: თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ

არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან იქეთ, ხან აქეთ. გადათხრილი და გადანგრეულია ყველაფერი. ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს.

თქვა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმ კომპანიის მიმართ, რომელსაც მრგვალი ბაღის რეაბილიტაცია ევალება.

კომენტარები