კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს, უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ, რომ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, სახელმწიფო არ დავაზიანოთ და არ დავაზარალოთ. კარგად ვხედავთ ვნებათაღელვას და ეს დაპირისპირებული მხარე ძალიან ცუდია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველოში ყველა წესი გადმოვიღოთ. რაც კარგია გადმოვიღოთ. ხალხში ასეთ ვნებას როცა ხელს უწყობ, ალბათ, უნდა გაიაზროს საზოგადოებას იმ ნაწილმა ის, რა შეიძლება მაგას მოჰყვეს. ამას სხვანაირად ჰქვია ჩვენს საზოგადოების უდიდეს ნაწილზე ძალადობა და ასევე შევადარებდი მორალურ ტერორს, რადგან ძალით გამოიყვანო ქუჩაში და რაღაცა მოხდეს უბედურება, ეგეც არავის უნდა. ისედაც მყიფეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომ ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია. ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც და არ შეიძლება ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის.
გამოხატვის თავისუფლება
მეუფე იაკობი: ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში
tbl.ge/3rth
დაკოპირდა
მეუფე იაკობი ქადაგებისას 14 ივნისს კანცელარიასთან განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება. მის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- "ეს გასაკეთებელია" – წულუკიანს "პედაგოგიური სამუშაოს" შემდეგ მედიის კანონით რეგულირება სურს
- GDI-ის ანგარიში: 2019 წელს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა
- ლომჯარია: სახელმწიფო მშვიდობიან აქციებს შლის და განსხვავებულად რეაგირებს მოძალადე ჯგუფებზე
- სხირტლაძე: გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს
- FACEBOOK-ის დახურულ ჯგუფში ლექტორის გინების გამო სასამართლომ სტუდენტი სამართალდამრღვევად ცნო