20 ივნისის აქცია

ნოდია: 20 ივნისს პარლამენტში შეჭრა ცუდი იდეა იყო, თუმცა მელიას დაკავებას გამართლება არ აქვს

ადრე ვთქვი, რომ 20 ივნისს პარლამენტში თუ მის ეზოში შეჭრა ძალიან ცუდი იდეა იყო და ახლაც ამ აზრზე ვრჩები. ამან ხელისუფლებას აქციის დაშლის ლეგიტიმური საფძველი მისცა. პირადად მიკა მელია რამდენად იყო ინიციატორი, ვერაფერს ვიტყვი (ვიცი, ასე გავრცელდა ამბავი, თუმცა საბუთი არ მინახავს), მაგრამ თუნდაც თუ ამას ხელი არ შეუშალა ან გაამართლა, ეგეც ცუდია.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ნიკა მელიას დაპატიმრებას რამე გამართლება ჰქონდეს. ხელისუფლებას უნდა გადაფაროს თავისი დანაშაული, როცა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ადამიანებზე რეზინის ტყვიებით ნადირობდა და თვალებს თხრიდა - როცა ამის არანაირი აუცილებლობა აღარ იყო. მელიას დაჭერა უნდათ, რომ თემა შეცვალონ და გვახარია არ გადადგეს.

გარდა ამისა, ხელისუფლებას არანაირი მორალური უფლება არა აქვს, მელია დააპატიმროს, როდესაც ან რეალურ მოძალადეებს (მაგალითად, კორცხელში) ან ძალადობაზე ღიად ორიენტირებული ორგანიზაციების შემქმნელებს (მაგალითად ლევან ვასაძეს) ან ფულად ჯარიმებს უფარდებდნენ, ან უბრალოდ დაკითხვაზე იბარებდნენ (ან არც იბარებდნენ).

ვინც რას გინდა ფიქრობდეს ნიკა მელიაზე ან ნაციონალურ მოძრაობაზე, ახლა მისი მხარდაჭერაა ერთადერთი სწორი პოლიტიკა

ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიასთვის ბრალდების დადგენილების გამოტანაზე წერს პოლიტოლოგი გია ნოდია.

კომენტარები