ლარის გაუფასურება

გვენეტაძე ლარზე: ცნობები, რომ შესაძლოა, ტურისტების რაოდენობა შემცირდეს, აისახა მოლოდინებზე

ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, აისახა მოლოდინებზე. გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო სერვისების შემოსავლები, რომლებიც უნდა ყოფილიყო, იქნება ნაკლები. სწორედ ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციას. ის კორექტირება, რომელიც ეკონომიკაში ხორციელდება, აუცილებლად არის ისეთი, რომელიც ყველაზე ნაკლები დანახარჯებით გამოიყვანს ასეთი სიტუაციებიდან ქვეყანას.

დღესდღეობით რთულია იმის შეფასება, რა რაოდენობის და რა გავლენა ექნება ამას, რადგანაც ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იმ შედეგების მიხედვით, რომელიც იყო მიმდინარე ანგარიშების კუთხით პირველ კვარტალში, ვფიქრობ რომ წნეხი დიდი არ უნდა იყოს

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ ლარის გაუფასურებაზე. აღსანიშნავია, რომ ლარი რამდენიმე თვეა უფასურდება. ეროვნულ ვალუტას მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა გამყარების ტენდენცია, 14 ივნისის შემდეგ კი, კვლავ გაუფასურება დაიწყო. ბოლო ორ კვირაში, ლარი დოლართან 7 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 10 თეთრით.

კომენტარები