გახარია 21 ივნისზე: ჯგუფები ახალგაღვიძებულ ქალაქს პირდაპირ ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ, არბევდნენ

მიუხედავად რამოდენიმე გაფრთხილებისა, აუცილებლობა გაჩნდა წყლის ჭავლის გამოყენების. შემდგომ, რამოდენიმე მსხვილი ჯგუფი გაიშალა ქალაქში. ეს იყო რუსთაველის გამზირი, გმირთა მოედანი და მელიქიშვილი. გამთენიამდე, ეს ხალხი, მე არ ვამბობ ყველაზე, დაახლოებით 300-400 ადამიანი, რომლებთანაც პირდაპირ კომუნიკაციაში იყო მათ შორის ნიკანორ მელიაც, დილის 5-დან 6 საათამდე გმირთა მოედანზე, ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები, როდესაც ახალგაღვიძებულ ქალაქს, მოქალაქეებს პირდაპირ ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ, არბევდნენ, ეს იყო ჩვეულებრივი შეტევები როგორც მოქალაქეებზე, ასევე მათ ქონებაზე და პოლიციაზე და ეს კადრები მთელმა ქვეყანამ იხილა. რაღაც მომენტში გახდა აუცილებელი ამ ჯგუფების ლოკალიზება. 7-8 საათზე ქალაქი რომ გაიღვეძებდა იქნებოდა რამოდენიმე ჯგუფი ახალგაზრდების, სხვადასხვა მოტივით, რომლებიც უბრალოდ მელიქიშვილის ქუჩაზე მიდიოდნენ და არბევდნენ ქუჩას. ეს კადრებიც არსებობს.

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები