მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მსუბუქი დანაშაული და მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა დაისაჯოს პატიმრობით

საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უბრალოდ უნდა დაიხუროს. უნდა დაიხუროს იმიტომ, რომ ყველა მსუბუქი დანაშაული, ყველა ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საერთოდ საპატიმრო სანქციებით. თანამედროვე ტექნოლოგიები, პროგრესი იძლევა საშუალებას ბევრი ალტერნატიული შეზღუდვის და რესოციალიზაციის ღონისძიებების გატარების, საზოგადოებაში დაბრუნების ღონისძიების გატარების, ადამიანის ციხეში გამოკეტვის გარეშე. ციხეში მოხვდებიან მხოლოდ მკვლელები, ყაჩაღები, პედოფილები და ძალიან შეზღუდული სხვა რაოდენობის დამნაშავეები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში სარეკლამო რგოლი ჩაწერა, სადაც საქართველოს "წყვდიადიდან გამოყვანაზე" საუბრობს.

კომენტარები